"ევროპული საქართველო" არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, არჩევნების მეორე ტური თითოეული მოქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი 30 ოქტომბერს.
იმავეს მოუწოდებს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სხვა პოლიტიკურ ძალებსაც.
"ჩვენ გვაქვს შანსი, რომ დიდ ქალაქებში ისეთი შედეგი დავაყენოთ, ისეთი მარცხი ივანიშვილის რეჟიმის, რომელიც უზარმაზარი ბზარი იქნება და ეს იქნება საყრდენი, როგორც ვადამდელი არჩევნების, შემდგომი კამპანიის, ისე პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.