"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული დღევანდელი აქციის პოლიტიკურ გზავნილებს სრულად იზიარებს, რის გამოც აქციაში მონაწილეობას მიიღებს.
"დღევანდელი აქციის ძირითადი გზავნილები არის ამ ქვეყანაში პოლიტდევნის შეწყვეტა, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, სასამართლო რეფორმის არსებობა, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. ამ პოლიტიკურ გზავნილებს სრულად ვიზიარებთ, აქედან გამომდინარე, ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, აქტივისტი, მეც პირადად, ამ აქციაში მონაწილეობას მივიღებთ," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.