16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"საერთაშორისო სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი სისტემა" - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს დაგეგმილი აქციის მიზანია პარტიამ როგორმე საკუთარ მხარდამჭერებში მუხტი გაზარდოს.

მისივე თქმით, სააკაშვილის ე.წ. პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით აქციებს არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

"ამ აქციას საერთო არაფერი არ აქვს მიხეილ სააკაშვილის იმ პროცესებთან, რომელმაც მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს არანაირი კითხვის ნიშნები.

საერთაშორისო სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი სისტემა და მან ზოგს სიცოცხლე წაართვა, ზოგს ქონება, ზოგს ღირსება. მის ე.წ. პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით აქციებს არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებზე არანაირი კითხვები არ არსებობს, ამის დასტურია საზოგადოების განწყობა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ ვინმეს აქციის გამართვა უნდა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მათი უფლება დაცული იქნება," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები