16 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
"აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთი მიზნით, მოეხდინა არეულობა, მძიმე პროვოკაცია, მკვლელობების განხორციელება" - პრემიერი 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღარ სურს მესამე პრეზიდენტზე და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე დამატებით ისაუბროს.

"მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია მე ვფიქრობ. ძალიან ბევრი განცხადებაც გაკეთდა, ძალიან ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ. ახლა საქმეზეა კონცენტრირება საჭირო.

პატიმარი სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, მათ შორის, ძალიან მძიმე პროვოკაცია, მკვლელობების განხორციელება, თუ რა თქმა უნდა, ისე განვითარდებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას.

რაც შეეხება ზოგადად მოწოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველას საერთო სურვილი არის, ჩვენი სურვილიც არის, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ დანაშაულებებზე და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, თუ ეს მოხდება, მხოლოდ გამიხარდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები