16 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
სამართალდამცავები მშვიდობიანი აქციის მშვიდობით ჩატარებას უზრუნველყოფენ - კახა კუჭავა ენმ-ს აქციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს თბილისში დაგეგმილ აქციას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავამ, მედიის წარმომადგენლების კითხვის პასუხად, აპირებენ თუ არა აქციის დარბევას, თქვა, რომ სამართალდამცავები აქციის მშვიდობით ჩატარებას უზრუნველყოფენ.

"არანაირი სიტყვა დარბევა არც გამოიყენოთ, არც იგეგმება და ვერც იქნება ფიზიკურად, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი სახის მშვიდობიანი აქცია მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს და მიეცეთ საშუალება გამოავლინონ თავიანთი ნება,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

დღის ამბები