პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა "დღის კურიერში" მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესაძლებლობის შესახებ ისაურა. მისი განცხადებით, არ იცის, აქვს თუ არა უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომუნიკაცია.
"არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, ქართულ მხარეს ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე უკრაინასთან კომუნიკაცია. მე ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს პერიოდული კონტაქტი არა სააკაშვილის თემაზე, არამედ თავის კოლეგებთან უკრაინაში ორ სახელმწიფოს შორის ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებზე.
რაც შეეხება სააკაშვილს, მასთან შესვლის პრობლემა არ აქვს უკრაინის კონსულს. სააკაშვილი არის დამნაშავე, დამნაშავე საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რის გამოც ის ზის ციხეში, ასევე წარდგენილია ბრალი, რომელზეც მიდის გამოძიება, და ვიდრე ის არ მოიხდის სასჯელს, ის იქნება საქართველოს ციხეში," - თქვა "დღის კურიერში" სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, უკარაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა მუდმივ კონტაქტზეა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება მათი გეგმა და მათი ალგორითმი გადის არა მხოლოდ ექსტრადიციაზე, არამედ შეიძლება განიხილებოდეს სხვა გზებიც.