16 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
პოლიტიკური გამოსვლები კონცერტის თანხლებით - თავისუფლების მოედანზე შეკრებილი "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ

თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებმა შეკრება საღამოს 6 საათისთვის დაიწყეს. ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნებიდან მხარდამჭერები მთავარ აქციას, საბოლოოდ, საკრებულოს შენობის წინ შეუერთდნენ.

ვიდრე ტრიბუნას პოლიტიკოსები დაიკავებდნენ, ადგილზე შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი ნიკა გვარამიამ გააცნო. გზავნილები უცვლელი იყო - არჩევნების მეორე ტურში აქტიურობა და ბრძოლა თავისუფლებისთვის.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის წერილის შემდეგ, აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები დაიწყო. პირველი ანზორ მელია იყო. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მამამ და ამავე დროს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გამოსვლაში აქცენტი სწორედ არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე გააკეთა.

ყოფილ პრეზიდენტს მხარდაჭერა ტრიბუნიდან მერობის სხვა კანდიდატებმაც გამოუცხადეს. 

პოლიტიკოსების გარდა პოლიტიკური განცხადებები ისმოდა იმ ხელოვანების მხრიდანაც, რომლებიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ. შესრულდა რამდენიმე მუსიკალური ნომერიც.

გამოსვლები აქციაზე ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები