16 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას უცხოური მედია ეხმაურება

თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას უცხოური მედია ეხმაურება. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო იუწყება, რომ საქართველოს დედაქალაქში ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

"მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ თვის დასაწყისში გააღრმავა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში. 14 ოქტომბრის საღამოს დემონსტრანტები ეროვნული დროშების ფრიალის ფონზე სკანდირებდნენ "თავისუფლება მიშას," - წერს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო.

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებს რუსული მედიაც, რუსეთის სახელმწიფო არხი RTR სააკაშვილის მხარდამჭერთა შეკრებას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

დღის ამბები