16 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ქვეყნის 2022 წლის ბიუჯეტი - როგორია მხარეების პოზიცია მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ და ვინ უჭერს მხარს პროექტს

2022 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესი კომიტეტების შემდეგ ფრაქციებში გრძელდება. როგორც ცნობილია პროექტს მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციის წარმომადგენლები. 

"სამწუხაროდ, მომავალი წლის ბიუჯეტი კვლავ ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტად რჩება, რომელიც ისევ იმაზეა გათვალისწინებული რომ ქვეყენაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელსაც ვერ ვნახავთ რაიმე სასიკეთო ცვლილებებს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი დავით უსუფაშვილი. 

პროექტს მხარი არ დაუჭირა ალეკო ელისაშვილმაც. მისი განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტში ასახულია არასწორი ეკონომიკური ხედვა.

"მხარი არ დავუჭირე ბიუჯეტის პროექტს. არ შეიძლება ჯარსა და თავდაცის ძალებს ვუყურებდეთ, როგორც სოციალურ პროექტს, რომლებსაც უბრალოდ ხელფასი სჭირდებათ. შიშველი ხელებით, 21-ე საუკუნეში მოწინააღმდეგეს ვერ გააჩერებ, ჩვენს გარშემო სხვები 10-ჯერ მეტს ხარჯავენ, რომ მათი ძალები ტექნოლოგიურად განვითარებულები იყვნენ. ჩვენმა ოფიცრებმა რა ქნან, მუშტებით დახვდნენ დრონებს, თუ ქვები ესროლონ ქვემოდან," - აღნიშნავს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. 

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასახულია სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კომიტეტს ჰქონდა რეკომენდაცია თავდაცის სამინისტროს ბიუჯეტის, ვეტერანების ბიუჯეტისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სახელმწიფო დაცვის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით.

"დღევანდელ ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა ძალიან ბევრი მიმართულებით. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ არის ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დისკუსიებს - ეს არის ომის ვეტერანების დახმარების გაზრდა. აუცილებლად უნდა გაიზარდოს ეს დახმარება მნიშვნელოვნად," - აღნიშნავს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. 

დღის ამბები