"ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებ საუბრობენ პარტიაში.
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა საკთხზე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძის მიმართ მიყენებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე დროულად უნდა მოხდეს რეაგირება.