16 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ახლა არ არის დრო როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს - რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარები სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ - ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს, ნაწილი კი თვლის, რომ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმარი არ არის და მისი დაკავება ყველა ნორმის დაცვით მოხდა. 

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიანე მიიჩნევს, რომ ახლა სააკაშვილის ციხეში ჯდომის დრო არ არის. 

"მე ვხედავ 2 მთავარ გზავნილს და მე მათ ვეთანხმები. პირველ რიგში ეს შეეხება საქართველოს მომავალს და შეშფოთებებს მოცემულ სიტუაციაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას. მე ვფიქრობ, რომ ახლა არ არის დრო როდესაც ის ციხეში უნდა იჯდეს, როგორც ჩვენ ვიცით გასაჩივრდა სტრასბურგში და დაიწყება განხილვა მომავალ წელს. სულ მცირე ამ პროცესისი დასრულებამდე მე ვიტყოდი, რომ ის არ არის კრიმინალი, რომელიც იქნება საფრთხე საზოგადოებისთვის.

ყველას შეუძლია მოიცადოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბოლო პასუხამდე და ეს იქნება ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება მმართველი პარტიის მიერ,"- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე

დღის ამბები