პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს ისინი ენმ-ს ლობისტები არიან.
"ის ვინც ამდაგვარ განცხადებას აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე უნდა გათავისუფლდეს თავიანთ რეპუტაციას იფუჭებენ. ისინი ენმ- ს ლობისტები არიან. ამას არანირი კავშირი არ აქვს მათ ქმედებას ქართულ სახელმწიფოსთან. ეს არის მეგობრობა, ახალაიებთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან,"- აცხადებს ღუდუშაური.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ ქვეყანა კანონმდებლობით იმართება და არა სააკაშვილის ლობისტების მოთხოვნით.
"ჩვენი ქვეყანა იმართება საქართველოს კანონმდებლობით და არა სააკაშვილის ლობისტების მოთხოვნით. სამართალი უნდა აღსრულდეს და აღსრულდება კიდეც,"- აცხადებს სუბარი.