ევროპარლამენტარების წერილს, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, ოპოზიციაში აფასებენ. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ მე-3 პრეზიდენტის პატიმრობა ზრდის პოლარიზაციას პოლიტიკურ ველზე და აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს.
"ევროპარლამენტარების განცხადება, სადაც ისინი მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და უფლებას, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს, გასაკვირი არ არის. ხელისუფლებას მოსწონს თუ არა, მოუწევს ამ პოზიციისათვის ანგარიშის გაწევა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი, ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ზრდის პოლიტიკურ ველზე პოლარიზაციას და პოლიტიკურ კრიზისს აღრმავებს.