16 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მაღელვებს, ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას - ლიზა იასკო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო მის მოსანახულებლად ციხეში იმყოფებოდა. როგორც იასკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს არის საშუალება საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. 

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღელვებს, უკვე მე-15 თუ მე-16 დღეა შიმშილობს. ის, რა თქმა უნდა, ძალიან დასუსტებულია, რომ მის ექიმს რამდენიმე დღეა არ უშვებდნენ. ეს საკითხი კი აუცილებელია გადაიჭრას. სააკაშვილი ძალიან მადლობელია გუშინდელი დღის, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება. ძალიან მადლობელია, რომ მან მოისმინა ქართველი ხალხის ხმა. მას სურს, რომ ამაზე არ გაჩერდნენ. მსურს, რომ ის არ შიმშილობდეს და არ იყოს ციხეში. მან კიევში ბევრი საქმე და კომფორტული ცხოვრება დატოვა. ჩვენთვის მთავარია, ახლა ის ციხიდან გამოვიდეს და იყოს ჯანმრთელად, ამისთვის კი ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. ამ სიტუაციაში, ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, რადგან ეს მისი ბრძოლაა, რომელზეც, ფიქრობს, რომ ეს არის საშუალება, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა,"- განაცხადა ლიზა იასკომ. 

ლიზა იასკომ ციხიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც გამოიტანა, სადაც ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებს ყოველდღიური აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები