16 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
გუშინდელმა დღემ ფრთები შემასხა, ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა​

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ყოველდღიური აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. ექსპრეზიდენტის წერილი საპატიმროდან მისმა უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ გამოიტანა. 

წერილის შინაარსი მედიას სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. 

"თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა, ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში. ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი.

გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული,"- წერს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები