16 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
არჩევნების მე-2 ტურში ოპოზიციას ანა დოლიძის მხარდაჭერა არ ექნება - "პარტია ხალხისთვის" საკუთარ ელექტორატს არჩევნის თავისუფლებას აძლევს

20 საარჩევნო ოლქში, სადაც გამარჯვებულები ვერ გამოვლინდნენ ზუსტად 2 კვირაში მე-2 ტური გაიმართება. მერობის, თუ მაჟორიტარობის კანდიდატები ახლა ბოლო რესურსების მობილიზებას ცდილობენ, რომ მხარდაჭერა მოიპოვონ.

მნიშვნელოვანი იქნება იმ სუბიექტების და პარტიების პოზიციაც, რომლებიც მე-2 ტურში ვერ გადავიდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში მათი მხარდამჭერების ხმები შესაძლოა დარჩენილი კანდიდატებისთვის აღმოჩნდეს გადამწყვეტი - რა ეტაპზეა კონსულტაციები, ვინ ვის დაუჭერს ან არ დაუჭერს:

"პარტია ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მხარს არცერთ მხარეს არ დაუჭერს და საკუთარ ელექტორატს მისცემს არჩევნის თავისუფლების უფლებას. 

"გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ მეორე ტურთან დაკავშირებით, პოზიცია დავაფიქსიროთ. მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრები და მხარდამჭერების არჩევანს, როგორ და რანაირად არის კარგი წინსვლა ქვეყნისთვის,"- ანა დოლიძე. 

მმართველი გუნდი კი საკუთარ ამომრჩეველს არჩევნების მე-2 ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი გადაწყვეტილება მეორე ტურში.

მისი თქმით, საზოგადოებამ უარი უნდა თქვას დესტრუქციულ მმართველობაზე, როგორიც ეს ენმ-ს დროს იყო.   

დღის ამბები