საქართველო ხვალიდან მნიშვნელოვანი ოფიციალური სტუმრის მისაღებად ემზადება. ქვეყანას შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი ეწვევა.
საქართველოს შემდეგ ოსტინი გაემგზავრება უკრაინაში, ბოლოს კი ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალზე შეაჯამებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე შტატების პოზიციას.
თბილისში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან.
შეხვედრებისას განხილული იქნება, როგორც რეგიონული, ასევე გლობალური უსაფრთხოების და ამერიკა საქართველოს თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.
თავდაცვის მდივანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
არსებობს მოლოდინი, როგორც თავდაცვის და დეოკუპაციის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გაჩენასთან, ასევე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებთან დაკავშირებით.