16 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
არჩევნებისთვის უნდა იყოს მშვიდი და წყნარი გარემო - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდი იყოს.

დეგნანის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს წინასაარჩევნო გარემოს უსაფრთხოებაზე და არა ძალადობაზე.

"მიმაჩნია, რომ არსებობს იმის სივრცე, რომ წინასაარჩევნოდ მოხდეს ყურადღების გადატანა პარტიების მხრიდან ამომრჩევლებთან ურთიერთობებზე, პლატფორმების, იდეების და პროგრამების გაცნობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დარჩენილი კვირები არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისათვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები.

ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი გავაკეთო კომენატარი, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ. მთავარი არის ის, რომ არჩევნებისთვის უნდა იყოს მშვიდი და წყნარი გარემო, სადაც ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა გამოხატონ თავისი აზრი მშვიდობიან გარემოში, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი უნდ იყოს გადატანილი კონკრეტულ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის და არა ურთიერთდაპირისპირებასა და თავდასხმაზე. განსაკუთრებით, ადგილი არ უნდა ჰქონდეს ძალადობას," - განაცხადა დეგნანმა

დღის ამბები