16 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
აშშ-ს თავდაცვის მდივანი თბილისშია - რა მისიით ჩამოვიდა ლოიდ ოსტინი საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოშია. ლოიდ ჯეი ოსტინის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამერიკის ელჩი დახვდნენ.

ქვეყანაში ჩამოსვლის ამსახველი კადრები პენტაგონის ხელმძღვანელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზეც გაავრცელა. ოსტინი აქვე წერს, რომ აშშ მზადაა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს.

სწორედ საქართველოდან იწყებს თავდაცვის მდივანი ვიზიტს შავი ზღვის რეგიონში. დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. განხილვის მთავარი თემები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება და ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებაა. არ გამოირიცხება თავდაცვის და დეოკუპაციის მიმართულებით გაჩნდეს ახალი შესაძლებლობებიც. საქართველოდან ოსტინი რუმინეთსა და უკრაინას ეწვევა. 

ლოიდ ჯეი ოსტინის ევროპაში ვიზიტი ბრიუსელში, NATO-ს სამიტით დასრულდება. 

 

დღის ამბები