ზუგდიდის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის, მამუკა წოწერიას მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ზუგდიდელები არიან გაერთიანებული.
მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად მერობის კანდიდატი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რამდენიმე ქუჩაზე იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.
მამუკა წოწერია, მე-2 ტურში იმ მოქალაქეების გააქტიურებას ელოდება, რომლებმაც პირველ ტურში ინერტულობა გამოიჩინეს და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.