16 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს და საქართველოს პარლამენტს მიმართა

სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში განთავსდა უამრავი ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები და გავრცელებული მასალების უპრეცედენტო მოცულობის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ, სავარაუდოდ, უკანონო ფარული თვალთვალის შედეგად არის მიღებული.

გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად, სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა საგამონაკლისო წესით იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა, რომელიც მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.

მიმართვას გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიებას უნდა მიეცეს შესაბამისი ვადა, რომ კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს:

"მას სრული უფლება აქვს, ჰქონდეს ის პოზიცია, რაც აქვს, რასაც მე, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ შემდეგი არგუმენტებიდან გამომდინარე, პირველი - ყველა ქვეყანაში გამოძიებას უნდა მიეცეს შესაბამისი ვადა, რომ კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს, ჩვენ ველოდებით, რომ საგამოძიებო მოქმედებები შესაბამის დონეზე მივიდეს. მეორე - თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არ არის საკმარისი გამოძიებისთვის დალოდება და საჭიროა საპარლამენტო ინსტრუმენტების ამოქმედება, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ, თუ რა ფორმით შეიძლება ამოქმედდეს ეს ინსტრუმენტები,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები