რუსეთის მისია NATO-ში მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მუშაობას წყვეტს მოსკოვში ნატო-ს საინფორმაციო ბიუროც. გადაწყვეტილება ნატოს მიერ რუსეთის მისიის რვა წარმომადგენლის გაძევებას მოჰყვა.
ლავროვის თანახმად, ამ დროისთვის ნატო-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის პროცესში შუამავალი ბელგიის სახელმწიფოა. რუსეთის წარმომადგენლობა ნატოში მუშაობას ოფიციალურად, სავარაუდოდ, პირველ ნოემბერს შეწყვეტს.