16 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ახალი ფაზა აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში და გაფორმებული მემორანდუმი - რას ნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი

პენტაგონი შავ ზღვაზე აქტიურდება. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რეგიონში ტურნე თბილისით დაიწყო და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ვაშინგტონი აფასებს ქართველების არაპროპორციულ როლს ავღანეთის მისიაში და ცდილობს დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ნათელია, რომ ოთხვარსკვლავიანი გენერლის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცებაა, რომლებიც რუსეთის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთის აგრესიული ქმედებები შეაფასა. ლოიდ ოსტინმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა თეთრი სახლის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საქართველოს თავსებადობა NATO-სთან და რეფორმების მხარდაჭერა თავდაცვის სექტორში.

"თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას", რომელიც ამერიკის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, ახალი მემორანდუმი დაემატა, რომელიც ახალ ინიციატივებს დააშენებს. მიზანი ასეთია: ორმხრივმა შეთანხმებამ საქართველოს თავდაცვის უნარი უნდა გაზარდოს და ქვეყანას აგრესიის შეკავებაში დაეხმაროს. ლოიდ ოსტინიც და მისი ქართველი კოლეგაც თანამშრომლობის ახალ ფაზაზე საუბრობენ.

საქართველოში ლოიდ ოსტინის ვიზიტს დაემთხვა რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობის უკიდურესი გამწვავება. დღეს მოსკოვმა ნატოში საკუთარი დიპლომატიური მისიის მუშაობა შეაჩერა. სწორედ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჩავა ამერიკელი გენერალი საქართველოს, უკრაინის და რუმინეთის გავლით.

დღის ამბები