16 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
მიხეილ საკააშვილის პატიმრობისა და შიმშილობის მე-18 დღე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს მულტიპროფესიული ექსპერტების ჯგუფი

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 18-დღიანი შიმშილობა მის ჯანმრთელობაზე უკვე აისახა. მსჯავრდებულის უფლებადამცველების ინფორმაციით, წნევის მუდმივ ცვლილებასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებაც უჭირს.

ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილთან შესული ადვოკატების ერთადერთი სასაუბრო თემა არ ყოფილა.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღეს ციხეში "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრებიც შევიდნენ. ექსპრეზიდენტსა და მის თანაგუნდელებს შორის გამართული თითქმის სამსაათიანი შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა პარტიის უახლოეს სამომავლო გეგმებს ეხებოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მულტიფუნქციური ჯგუფი სწავლობს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფის წევრები ციხეში ხვალ შევლენ. 

პატიმარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრსაც აწვდიან.

თავისუფლების მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილი 18 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ომბუდსმენის აპარატიც აკვირდება. 

დღის ამბები