2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს საფინანსო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი რეკომენდაციებითა და შესწორებით მთავრობას უკან დაუბრუნდა. დადგენილი 18.5 მილიარდი ლარი პენსიების ზრდას, ასევე პედაგოგთა ანაზღაურების მატებას ითვალისწინებს.
თუმცა, უკვე მომავალ წელს, ნაკლები თანხა იქნება გამოყოფილი პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის. შემცირდება მთავრობის ვალიც.
ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია კვლავ იწუნებს. რა შედეგს გამოიღებს დეფიციტის შემცირებული მაჩვენებელი, ეს 5 ნოემბრის შემდეგ გადაწყდება, როდესაც მთავრობა შესწორებულ დოკუმენტს პარლამენტს ხელახლა წარუდგენს.