რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, 1 საათზე მეტია ექიმთა ჯგუფის კონსილიუმი მიმდინარეობს.
სპეციალისტთა ჯგუფის წევრია მიხეილ სააკაშვილი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც. მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მე-3 პრეზიდენტი ჰოსპიტალიზაციას ამ ეტაპზე არ საჭიროებს.
"მარტო საავადმყოფო არაა, ჯერ გადაწყდება რა მდგომარეობაშია, უნდა შევჯერდეთ. დღეს არაფერი პროცედურები არ ჩატარდება. ანალიზების და კვლევების შეფასება მოხდება. შესაძლოა ზოგიერთმა ექიმმა გასინჯოს კიდეც," - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
კონსილიუმის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, 6 ექიმისგან შედგება. სწორედ კონსილიუმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დასჭირდება, თუ არა სააკაშვილის ციხიდან ჰოსპიტალიზაცია.
მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა შიმშილობს.