16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას 5 ევროპარლამენტარი ეხმაურება

"სააკაშვილი გათავისუფლდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვამდე" - ამ მოწოდებით 5 ევროპარლამენტარი გამოდის. ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე ერთობლივ წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორები მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას მოელიან.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა შეკითხვას აჩენს დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. მათი თქმით, სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა, რომლის განხილვებსაც ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება.

დღის ამბები