16 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
სააკაშვილი არის მხნედ, მისი პირველი გზავნილია, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხმების მობილიზება - დევი ჭანკოტაძე

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტთან თანაგუნდელები აგრძელებენ შეხვედრებს. ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილთან ენმ-ის წევრი, დევი ჭანკოტაძე იმყოფებოდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე დიდ ძალას ხალხის მხარდაჭერა აძლევს.

"მისი პირველი გზავნილია, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხმების მობილიზება, მაქსიმალურად უნდა მივიდეს ჩვენი ხალხი არჩევნებზე და გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ "ქართული ოცნება". მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის მე-20 დღეა, ძალიან მაგრად გამოიყურება, ძაან მხნედ არის. მე ვერაფერი ვერ შევატყვე საგანგაშო, მაგრამ არის გამხდარი და ალბათ დადგება ის მომენტი, როცა ჰოსპიტალიზაცია მოხდება," - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

დღის ამბები