დარწმუნებული ვარ, რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით საქართველოს წინსვლა მალე მოიტანს შედეგად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
"ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ხავიერ კოლომინა პირიზთან. ვისაუბრეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს გაძლიერებული პარტნიორობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესახებ, რაც გლობალური უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეების მხარდაჭერას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წინსვლა რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით მალე მოიტანს შედეგად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.