პარლამენტის თავმჯდომარე ათენში ვიზიტს იწყებს. კახა კუჭავა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან და მონაწილე ქვეყნების პირველ პირებთან.
კონფერენციაზე პანდემიის პირობებში დემოკრატიების წინაშე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევების და მასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების შესახებ იმსჯელებენ.
"ვიზიტის განმავლობაში გაიმართება 10-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან და შესაბამის დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები. რა თქმა უნდა, ვიზიტი ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მეგობრული და თბილი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე.