16 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ქურდულად შემოიპარა კონტრაბანდის გზით, ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება" - პრემიერი მიხეილ სააკაშვილის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ახალი ბრალის შესახებ საუბრობს. როგორც პრემიერი ამბობს, ექსპრეზიდენტი ქვეყანაში მალულად,  "ქურდულად შემოიპარა". 

"სააკაშვილს, დღეს მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ წაუყენა ახალი ბრალი. კაცმა, რომელიც ჩამოვიდა და თითქოს თავისი ჭკუით თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი. რა თქმა უნდა, ეს არის ღია, დეკლარირებული ახალი კანონდარღვევა, საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. ეს, რა თქმა უნდა, გამოძიების პრეროგატივაა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილს გამოძიება 344-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. ბრალის წარდგენიდან 24 საათის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო სხდომა, თუმცა რადგან მიხეილ სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. 

 

დღის ამბები