თბილისის მერიის ახალი ინიციატივა - სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ. ვაუჩერი ისეთ მედიკამენტებს შეეხება, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება.
ასევე, პროგრამის მიზანი იქნება ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენად პენსიონერთა დახმარება. ეს მხარდაჭერა ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ პროგრამით კი, 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს.