16 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
კარლ ჰარცელმა და ლორენს მერედიტმა ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობის პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ. მათ ე.წ გლოვის კუთხე გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 

ბათუმში ეზო, სადაც ტრაგედია დატრიალდა, სრულად დაცლილია. 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბრის ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.

დღის ამბები