NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს აჯამებს. ხავიერ კოლომინა facebook-ზე წერს, რომ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა.
"ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ვეწვიე, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. NATO ერთგულია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ," - წერს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.