26 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
სააკაშვილს აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები, ეს კაცი ფეიკია ყველაფერში - ირაკლი კობახიძე

ვიდეომასალას, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ გაიტაცეს, უკვე მოყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მას არასოდეს მიეცემა ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა. 

"ეს სცენარი შეიძლება იმდენად საინტერესო არ იყოს, საინტერესო არის ის, რომ მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა თუ რას წარმოადგენს. ერთი ის, რომ ყველაფერში ფეიკია ეს კაცი, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც და ყველაფერში. გარდა ამისა, შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს სურდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და ყოველთვის აღიკვეთება. ხელისუფლება თავის ადგილზე დგას და ასეთ ადამიანებს, არასოდეს მიეცემათ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი ფიქრობს, რომ კადრებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ტრაილერში გადაიღო, ექსპრეზიდენტი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

ვიდეომასალა გუშინ გავრცელდა და მასში სააკაშვილი ამბობს, რომ გაიტაცეს. 

დღის ამბები