16 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ნიკა მელია "ჩრდილოვანი კაბინეტის" წევრებთან ერთად შეხვედრებს მართავს

ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება. ნიკა მელია "ჩრდილოვანი კაბინეტის" წევრებთან ერთად შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისანი-სამგორის მოსახლეობასთან გამართეს. მსვლელობა მეტრო ვარკეთილიდან გამგებლის კანდიდატებთან ერთად დაიწყო.

ენმ-ის თავმჯდომარე თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისი იმსახურებს მრავალფეროვნებასა და პროგრესს.

"შეუძლებელია, ქვეყანა იმართებოდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც პრეტენზიაც და ამბიციაც კი არა აქვთ საქართველოში, თბილისში რაიმე სახის წარმატება ადრე თუ გვიან დადგეს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ერთადერთი შველა კოალიციურ ურთიერთობებში მდგომარეობს. 

"გეგმა არის ძალიან მარტივი, ვესაუბროთ ჩვენს თბილისელებს, ვანახოთ, რომ ერთადერთი შველა ამ ქვეყნის არის ერთად დგომა, კოალიციური ურთიერთობა. კოალიცია ნიშნავს ურთიერთკონტროლს, შეთანხმებას და ჩვენი ქალაქისთვის საჭირო საქმეების კეთებას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები