საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს, სასამართლო დარბაზში მიიყვანონ.
"ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?" - განაცხადა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა.