16 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
"გუშინ არაერთი ფეიქ და სრულიად მოგონილი ინფორმაცია გავრცელდა" - ირაკლი კობახიძე სამეგრელოში სპეცრაზმის მობილიზაციაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ გვიან ღამე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გორსა და სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებზე თანამშრომლები ე.წ. ყაზარმულ რეჟიმზე არიან გადასული.

კობახიძე აღნიშნულ ინფორმაციას გამოგონილს უწოდებს.

"გუშინ არაერთი ფეიქ და სრულიად მოგონილი ინფორმაცია გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. ამაზე გაკეთდა კომენტარები სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტული პირების დაკავებას, რომლებიც არიან შემჩნეული გარკვეულ დანაშაულებრივ ქმედებებში, ეს არის სამართალდამცველი ორგანოების საქმე. ჩვენ მივეჩვიეთ უკვე, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხდება ყოველთვის კრიმინალებისთვის ხელის დაფარება. ეს არის კიდევ ერთი წარმოჩენა მათი რეალური სახის. ეს არის კრიმინალური-პოლიტიკური ძალა, კრიმინალური შემადგენლით, მათ შორის ადამიანური რესურსებით, რომლებიც კრიმინალთან არიან დაკავშირებული. ეს არის მათი სახე და ბუნებრივიც არის მათი მხრიდან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები