ლევან დავითაშვილი ჟენევაში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს, ოლგა ალგაეროვას შეხვდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისში საუბარი შეეხო ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის საკითხებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ყურადღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით UNECE-თან სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა.