16 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
გიორგი ნემსაძეს სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა, ეს არის მაგალითი, როგორ სუფთად ატარებს "ქართული ოცნება" არჩევნებს - ირაკლი ღარიბაშვილი

პირველი თვითმმართველი ერთეული, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრი და ”ოცნების” ლიდერები იმყოფებოდნენ, ცაგერი იყო. აქ პარტიის მერობის კანდიდატია გიორგი ნემსაძე, რომელსაც პირველ ტურში გასამარჯვებლად რამდენიმე ხმა დააკლდა.

პრემიერ-მინისტრი ამ ფაქტს ჯანსაღი საარჩევნო გარემოს და კონკურენციის თანაბარი პირობების მაგალითად აფასებს.

"გიორგი ნემსაძეს სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა, ეს არის მაგალითი, როგორ სუფთად ატარებს "ქართული ოცნება" არჩევნებს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ის გიორგი ნემსაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

დღის ამბები