16 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
მე, როგორც პრემიერ-მინისტრმა ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისთვის დროულად შემომეტანა ვაქცინები - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან როგორც მთავრობის მეთაურმა ყველაფერი გააკეთა ქვეყანაში საკმარისი ვაქცინების შემოსატანად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჭიროა აქტიური კამპანიის გაგრძელება, რათა მოხდეს უფრო მეტი ადამიანის დარწმუნება და ვაქცინაცია:

"მე, როგორც პრემიერ-მინისტრმა ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისთვის დროულად შემომეტანა ვაქცინები. დავინიშნე რა, პირადად მე ვიყავი ჩართული და შემოვიტანეთ მილიონობით ყველანაირი ვაქცინა. მე პირადად ვიყავი ჩართული ვაქცინაციის პროცესშიც, მთავრობის წევრებიც. პირადად მივეცი მაგალითი, როცა კოვიდგადატანილმა ავიცერი ორჯერ "ფაიზერით", ოჯახის წევრები ყველა აცრილია. ჩვენ გვქონდა ძალიან აგრესიული, შეიძლება ასე ითქვას, ვაქცინაციის კამპანია. შევძელით 2 მილიონი აცრის გაკეთება ანუ მილიონი ადამიანი ავცერით. ეს არის ის, რაც შევძელით და დავარწმუნეთ ჩვენი მოსახლეობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ანტივაქსერების პრობლემა არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც და ამისთვის აუცილებელია მოსახლეობასთან უფრო მეტი საუბარი და აქტიური კამპანია.

დღის ამბები