16 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
როცა შეთანხმებაში ჩავდეთ 43%-ის პირობა, სწორედ ამით უგულვებელყვეს კონსტიტუცია და თვითმმართველობის მთავარი პრინციპი - პრემიერი

დღეს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნების რეფერენდუმთან გაიგივებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 43%-იანი ზღვარის ვერგადალახვის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დათქმა თავშივე არასწორი იყო, თუმცა პირველ ტურში მმართველი პარტიისადმი 47%-იანმა მხარდაჭერამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან სრულად მოხსნა.

"იმუქრებოდნენ, რომ ეს რეფერენდუმი ჩატარდებოდა და მოიგებდნენ. საინტერესოა ახლა რას ამბობენ. ჩვენ 47% ავიღეთ, მადლობა ჩვენ გენიალურ, ბრძენ ხალხს. ეს არის სრულად დახურული საკითხი. მაშინ, როცა შეთანხმებაში ჩავდეთ პირობა, რომ თუ "ქართული ოცნება" არ აიღებდა 43%-ს, გაიმართებოდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, სწორედ ამით უგულვებელყვეს კონსტიტუცია და თვითმმართველობის მთავარი პრინციპი. აი, რა შუაში იყო, მაშინ არ გაახსენდათ თვითმმართველობის ცნება? ორმაგი სტანდარტებით საუბარს და ხალხის დაბნევას შეეშვან. მათ იციან, რომ მარცხდებიან სასტიკად ყველა მუნიციპალიტეტში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

დღის ამბები