თბილისობა წელს მხოლოდ ერთი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ქალაქის საკრებულოს შენობაში თბილისის მერმა საპატიო მოქალაქის წოდება 13 თბილისელს მიანიჭა.
საპატიო ჯილდოს გაცემის მთავარი კრიტერიუმები ყოველწლიურად უცვლელია - მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა და თავდაუზოგავი მუშაობა პროფესიაში.
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების გარდა სხვა ყველა ღონისძიება გაუქმდა. მათთვის გამოყოფილი თანხები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაზარალებულებს მოხმარდება.