იუსტიციის მინისტრი უარყოფს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რაღაც ეტაპზე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე მიდიოდა მსჯელობა. როგორც რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს ეს არის სიცრუე და ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე:
"მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!
ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე.
ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ," - აცხადებს რატი ბრეგაძე