რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, ამტკიცებს, რომ დავით კირკიტაძემ ხელი დაარტყა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებს, ისინი მათ ოფისთან მისულ პირებს პროვოკაციაში ადანაშაულებდნენ და მათ დაკავებას მოითხოვდნენ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ იდენტიფიცირებული არიან ინციდენტში მონაწილე პირები და არა ერთი კადრიც არსებობს.
"ეს ადამიანი არის სუს-ის აგენტი, ეს ადამიანი არის მოძალადე. მისი კადრები არის არა ერთი. დღეს მე ვიმყოფებოდი ჩემს სამუშაო ოფისში, იქ მოვარდა და ჰქონდა ოფისში შემოჭრის მცდელობა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ადამიანებს.
დაშავებულები გადმოყვანილი არიან გამოკითხვაზე, სამწუხაროდ, დაშავდა ჩვენი სამი აქტივისტი," - ამბობს დავით კირკიტაძე.