16 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
რა უძღოდა წინ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას რუსთავში - პოლიციაში ინციდენტის მონაწილეთა გამოკითხვა მიმდინარეობს

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მას შემდეგ მოხდა, რაც იქ, როგორც ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, დავით კირკიტაძე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებდა. ვასილ ბალახაძის მტკიცებით, ის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს პოლიტიკური პატიმარი იყო და მიიჩნევს, რომ კირკიტაძეს არ აქვს უფლება, მერად იყაროს კენჭი.

ბალახაძე ამბობს, რომ დავით კირკიტაძემ და მისმა მხარდამჭერებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ის ამტკიცებს, რომ მოქმედ ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს, დავით კირკიტაძე კი ინციდენტში ბრალს "ქართულ ოცნებას" სდებს, ბალახაძის და მისი მეგობრების დაკავებას მოითხოვს. 

რუსთავში მომხდარ ინციდენტს ოპოზიციის საგანგებო განცხადება მოჰყვა. ნიკა მელიამ "ქართული ოცნება" ძალადობაში, ბადრი ჯაფარიძემ კი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

ოპოზიციის ამ ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია პროვოკაციებს არჩევნების პირველი ტურის მსგავსად მეორე ტურის წინა დღეებშიც აწყობს.

ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი ჯერ დაკავებული არ არის. გამოძიება დაწყებულია და რამდენიმე საათია, პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები