თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 5 დღე დარჩა. მეორე ტურისთვის ოპოზიცია ერთიანი ძალებით ემზადება.
მმართველი გუნდის ოპონენტების მტკიცებით, ახალი კოალიცია არის ის მთავარი ძალა, რომელსაც შეუძლია არასასურველი ხელისუფლების დამარცხება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ მისცემენ ნებას მმართველ გუნდს ხალხის არჩევანი გააყალბოს და არჩევნებზე საკუთარ ხმებს დაიცავენ.