16 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
"კირკიტაძემ დამარტყა, უსინდისო კაცია, წკეპლასავით იქნევს ფეხს" - რუსთავის ინციდენტზე ურთიერთბრალდებები გრძელდება

რუსთავში მომხდარი დაპირისპირება კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა. ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, ამტკიცებს, რომ დავით კირკიტაძემ მას ხელი დაარტყა.

"კირკიტაძემ დამარტყა ერთი და მერე უკვე ჯიკაობა იყო, გაწევა, გამოწევა და ჯიკაობაში, თავისებურად, პატარა ზიანიც მივიღე. ნეკნის მხარე მტკიოდა და მერე გადაცემა ჰქონდა უკან, რაღაც წამალი გამიკეთეს, ეს ტკივილი მომეშვა და მერე უკან მტკიოდა.

გადავიდეს, გადადგეს, მოშორდეს რა, უსინდისო კაცია, წკეპლასავით იქნევს ფეხს. თუ უნდა ჩხუბი, გავიდეს რინგზე, თუ უნდა პოლიტიკოსობა, არ ვიცი რა... რანაირი პოლიტიკოსი უნდა გახდეს - იქ ავტობუსში შეხტა, იქ ჩემს თავს თავი დავანებოთ, 2009-ში რაები ჩაიდინა, ერთად როგორ დაგეგმეს ჩვენი დაჭერა ქვემო ქართლიდან,"- აცხადებს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ოთარ ყაველაშვილი.  

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებს, ისინი მათ ოფისთან მისულ პირებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ და მათ დაკავებას ითხოვენ.

"არ ვიცი საიდან, მომეპარა ვიღაც და მომარტყა, როდესაც წინ ვიდექი, გაზონზე. უბრალოდ, დაძაბულად, მაგრამ ვსაუბრობდით, ჩხუბი არ ყოფილა. ინსტინქტია, თავდაცვის ინსტინქტი ყველა ადამიანს აქვს და როცა თავს გესხმიან, მერე პასუხობ. ჩვეულებრივი პროვოკატორები არიან. ყველამ იცის, რომ გუშინ ჩავატარეთ გრანდიოზული აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ გუშინდელი აქციისთვის ხელი შეეშალათ რაღაცნაირად, საკრებულოში უმრავლესობა დაკარგული აქვთ, მერსაც წააგებენ აგერ 5 დღეში და სხვა აღარაფერი რჩებათ,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი შავლეგ მანდარია

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება რუსთავის მერობის კანდიდატის "ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან, 24 ოქტომბერს მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ ეს იყო თავდასხმა პარტიის ოფისზე, ხოლო ინციდენტის მონაწილე მეორე მხარე, თავის მხრივ, დავით კირკიტაძის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები