16 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, 27 ოქტომბრისთვის გასამართი აქციის მთავარი სლოგანი იქნება - "გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე".

მისივე თქმით, აქცია კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე და ევროპული მომავალი.

როგორც მდინარაძე ამბობს, დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ოცივე მუნიციპალიტეტში "ქართული ცნების" კანდიდატები გაიმარჯვებენ.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხის თანადგომით ოცივე მუნიციპალიტეტში „ქართველი ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ. არანაირი კონტრაქცია არ არის. ესაა აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე, მომავალი, მათ შორის ევროპული მომავალი და ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ბოროტება, რევანში, წარსული, ტყუილი. შეუძლებელია, ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები