16 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ქარელში დამაჯერებლად გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი, რადგან მას არ ჰყავს ალტერნატივა - პრემიერი

მეორე ტურამდე მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ "ქართული ოცნების" ლიდერები. ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე, ამჯერად, ქარელში ჩავიდნენ. აქ 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

"ქარელში ჩვენმა კანდიდატმა მაღალი შედეგი დადო პირველ ტურში, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, მეორე ტური გაიმართება, რომელშიც, რა თქმა უნდა, დამაჯერებლად გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი, ბატონი ზაზა გულიაშვილი. იმიტომ, რომ ქარელში მას არ ჰყავს ალტერნატივა, ის არის ღირსეული კანდიდატი, ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

მე მინდა ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს ქარელში, რომ მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება, არცერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მივიღოთ ყველამ და დავდოთ ძალიან ძლიერი შედეგი. ამის მჯერა, მჯერა ჩვენი ამომრჩევლების და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მადლობა გადავუხადო ასეთი მაღალი მხარდაჭერისთვის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები